მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
ჩვენს შესახებ ჩვენი გუნდი ვაკანსიები კონტაქტი
ჩვენს შესახებ

     საქართველოს ცხოველთა ფედერაცია - GAF ქუთაისი დაარსდა 2021 წელს. ვიწყებთ ქუთაისიდან, თუმცა ჩვენი სერვისები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ვებ გვერდი დატვირთულია სხვადასხვა პროდუქციით თქვენი შინაური ცხოველის საჭიროებისთვის. აქვეა განთავსებული ყველა ის სერვისი, რასაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ. უპირველესი და უმთავრესი იურიდიული მომსახურებაა. ცხოველთა ბაზა, რომელიც ჩვენს ვებ გვერდზეა მიბმული, დატვირთულია ყველა GAF კლუბში გაწევრიანებული ცხოველის ინფორმაციით ID ბარათები, რომლებსაც საქართველოს ცხოველთა ფედერაცია გასცემს, მარტივი საშუალებაა მუდამ ხელთ გქონდეთ თქვენი ცხოველის ინფორმაცია. ერთი დაწკაპებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მართოთ, თქვენი ცხოველის სამედიცინო თუ საგვარეულო ისტორია. ჩვენთან ერთ სივრცეშია ვეტ კლინიკა, გრუმინგი, საკვები, აქსესუარები და სხვა მრავალი ნივთები. გვაქვს სასტუმრო, ცხოველთა პარკინგი, სადაც საათობრივად შეგვიძლია ცხოველის დატოვება, გასეინების სერვისი, ვეტ ექსპრესი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უზრუნველყოფს ცხოველების გადაყვანას ერთი წერტილიდან მეორე წერტილში და მათთვის პირველადი დახმარების გაწევას. საიტის მეშვეობით ვანხორციელებთ ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი პროდუქტის, მითითებულ ადგილზე მიტანას. მეტი ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი. GAF - ის გუნდი მზადაა 24/7 ზე იზრუნოს თქვენი ცხოველის კომფორტულ და ბედნიერ ცხოვრებაზე 💙