მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
იმუნიზაცია

▶️ვაქცინაცია არის აქტიური იმუნიზაცია, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.
🔷ვაქცინაციის სრული კურსი მოიცავს 3 კომპლექსურ და 1 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. კურსი იწყება 10-12 კვირის ასაკში და თითოეული მათგანი კეთდება 2-3 კვირის ინტერვალით.
🔷ინექციის შემდეგ დაუშვებელია ცხოველის ბანაობა 4-5 დღის განმავლობაში, რადგან მოსალოდნელია ნანემსარი ადგილის დასიება, რაც დისკომფორტს შეუქმნის ცხოველს.
ვაქცინაცია არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ თქვენი ცხოველი არ დაავადდება, თუმცა იგი რადიკალურად ამცირებს ამის შანსს.
🔷სასურველი და აუცილებელიც კი არის, რომ ცხოველი ყველა ვაქცინის გაკეთებამდე არ გაიყვანოთ გარეთ და მოარიდოთ სხვა ცხოველებს. ამგვარად თქვენ შეამცირებთ ვირუსის გადადების ალბათობას.
☑️იმუნიზაცია იცავს თქვენს ბინადარს და ოჯახის წევრებს

🩺კლინიკის მისამართებია:

📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95

📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2

📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძე N49

📍​​​​​​​​​​​​​​თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119