მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
ბრუცელოზი

_ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.

🔘რომელი ცხოველები ავადდებიან ბრუცელოზით?

-ბრუცელოზით ავადდება როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველი, მაგრამ დაავადების მიმართ განსაკუთრებით ამთვისებელია მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა და ღორი.

🔘როგორ ვრცელდება ბრუცელოზი?

ბრუცელოზის ბაქტერია -განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა დაავადებული ცხოველის მოგების (მშობიარობის) პერიოდში ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან და სანაყოფე სითხესთან ერთად. მიკრობები ასევე შესაძლებელია გავრცელდეს შარდითა და რძით.

ცხოველები ავადდებიან დაინფიცირებულ საკვებთან, წყალთან, სადგომთან, მოვლის და სხვა საგნებთან ექსპოზიციის დროს. ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებისას, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტან-ხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას.

🔘როგორ ხდება ბრუცელოზზე დიაგნოზის დადგენა?

-ცხოველებში ბრუცელოზის დასადგენად საჭიროა სისხლის სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო აბორტის შემთხვევაში, ნაყოფის და სანაყოფე გარსების ლაბორატორიაში გადაგზავნა.

◻ბრუცელოზის პრევენცია და კონტროლი

▶ჩაუტარეთ თქვენს კუთვნილ საქონელს ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გამოკვლევები

▶დაავადების საეჭვო შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარ ექიმს

▶განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და უზრუნველყავით მისი დაკვლა სასაკლაოზე

▶დაიცავით პირადი უსაფრთხოება ცხოველების მოვლისას, განსაკუთრებით, მშობიარობის დროს, ხორცის დამუშავებისას (ხელთათმანი, წინსაფარი, ბოტები)

▶ნუ მიიღებთ რძესა და რძის პროდუქტებს ადუღების ან პასტერიზაციის გარეშე.

🩺კლინიკის მისამართებია:

📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95

📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2

📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძე N49

📍​​​​​​​​​​​​​​თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119