მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
რჩევები მათთვის, ვისაც ოჯახში ახალი ბინადარის - ზაზუნას შეყვანა სურს.

🔹უკეთესია თქვენს ახალ ბინადარს შეურჩიოთ დიდი სივრცე. ეს ცხოველები ძალიან აქტიურები არიან და სჭირდებათ ბევრი მოძრაობა.

🔹გალია მოათავსეთ გამათბობლიდან და ღია ფანჯრიდან მოშორებით.

🔹მისი სახლის ფსკერზე მოათავსეთ ნახერხი ან შეუღებავი ქაღალდის ნამცეცები.

🔹გალიაში დადეთ პატარა "სახლი" (ყუთი, ქილა, ქოთანი და ა.შ.), სადაც საკვებს დაუყრით და ყველაფერ იმას, რათიც შეიძლება, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაერთოს.

🔹თითქმის ყოველდღე წმინდეთ მისი "სახლი" ნაგვისა და საკვების ნარჩენებისგან.

🔹ზაზუნები საკვების მიმართ არაპრეტენზიულები არიან, დიდი საიმოვნებით მიირთმევენ ბურღულეულს.

🔹ძალიან მოსწონთ - ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა. აჭამეთ, ასევე პური, ბოსტნეული, ხილი.

🔹აუცილებელია პერიოდულად საკვებთან ერთად მისცეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები.

🔹ყოველთვის სავსე გქონდეთ მისი ჯამი საკვებით.

თქვენი ახალი მეგობარი სულ მალე გიცნობთ სუნით და სახელის დაძახებაზეც მოახდენს რეაგიერებას.