მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
ქართული ნაგაზი

📌„განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი, ასე აღწერდა სულხან-საბა „ქართული ნაგაზის“ ძაღლის ჯიშსს.

🐾🐕კავკასიური ნაგაზი ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი უძველესი ჯიშის ძაღლია.

🐾🐕ჯიშის წარმოშობის მრავალი ვერსიიდან ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2 ათასი წლის წინ შემოიყვანეს. სხვა ვერსიით, ის დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს.

🐾🐕გაწონასწორებული, დიდი დამცველობითი ინსტინქტით; ფხიზელი, ერთგული, ყურადღებიანი, გულადი, მშვიდი, დამოუკიდებელი ქცევით, მაგრამ დამჯერი. ახასიათებს სიავე და უნდობლობა უცხოსადმი. ის ერთგულად და მაქსიმალური ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

👉ხვადის სიმაღლე დაახლოებით 72-75 სმ (არანაკლებ 68 სმ-სა), ხოლო ძუს- 66-69 სმ-ა (არანაკლებ 64 სმ-სა).

👉საგულისხმოა, რომ დღეს მომქმედი ჯიშის სტანდარტი შედგენილია ქართული ტიპის მონაცემებზე. აღნიშნავენ, რომ კავკასიური ნაგაზის საუკეთესო პოპულაცია გავრცელებულია საქართველოში.

🐶ჩვენში განასხვავებენ ამ ძაღლის ტიპებს:

🐾 გერგეთული,

🐾 გარბენული,

🐾სტეფანწმინდური,

🐾ახალციხური

☎ 514 50 40 50

📧 mygafge@gmail.com

🌐WWW.MYGAF.GE

💙მისამართები:

📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95

📍ქუთაისი,ჟიული შარტავას N2

📍თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119

📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძის N49

გამოგვყევით ინსტაგრამზე – https://www.instagram.com/gafkutaisi/?hl=ru

ტიკ–ტოკზე - https://www.tiktok.com/@gafkutaisi2021

#გაფქუთაისი #გრუმინგიქუთაისში #ცხოველთაიურიდიულიმომსახურება #ზოომარკეტი #ვეტერინარიქუთაისში #საქართველოსცხოველთაფედერაცია #ცხოველთადაბადებისდღეები #ცხოველთაფოტოსესია #GAFქუთაისი #ცხოველთაპარკინგი