მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
რა არის გრუმინგი? რატომ არის გრუმინგი აუცილებელი?
ხშირად გვესმის ორი სახის  კითხვა რა არის გრუმინგი და რატომ არის იგი აუცილებელი? 
👉🏻 ჰიგიენური გრუმინგის პროცედურა მოიცავს: დაბანას, გამოვარცხნას, ბრჭყალების დაჭრას, ყურების გასუფთავებას, ჰიგიენური ადგილების მინი საპარსით გასუფთავება, თათების გარშემო და შიგნით, ბეწვის ამოღება/გასუფთავებას.
რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არის გრუმინგი აუცილებელი. 
პირველ რიგში ცხოველს შორდება არასაჭირო თმა და რათქმაუნდა ქერტლი. შედეგად ვიღებთ, სეზონის შესაბამის კომფორტული ზომის ბეწვს. აღსანიშნავია, რომ ცუგებისა და კატების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად დაიცვითოს პრჭყალები, ამიტომ აუცილებელია დაჭრა. ასევე, უმნიშვნელოვანესია ყურების გასუფთავება. 
საქართველოს ცხოველთა ფედერაცია რეკომენდაციას უწევს რეგულარულ გრუმინგს იმისთვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრები იყვნენ მეტად ჯანმრთელები🩵