შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
▶️დაბადების პირველი დღე: ახალშობილი კნუტი ყრუ და ბრმაა. ის გრძნობს სიცივესა და სითბოს, ინსტინქტურად მიცოცავს დედის რძისკენ. ის თათით აწვება მკერდს და რძეს წოვს;
▶️პირველი-მეორე კვირა: კნუტს უვითარდება სმენა. მას უმუშავდება გარკვეული ინსტინქტი, ის ახელს თვალს;
▶️მესამე კვირა: იჭრება სარძევე კბილები, კნუტები იწყებენ სირბილსა და თამაშს;
▶️მეოთხე-მეშვიდე კვირა: კნუტი იწყებს დამატებითი საკვების მიღებას;
▶️მეხუთე კვირა: დედა კატა იწყებს კნუტების აღზრდას - ასწავლის სოციალურ წესებს, ნადირობას და საკვების მოპოვებას;
▶️მეათე-მეთორემეტე კვირა: დედა კატას კნუტები ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაჰყავს;
▶️სამი თვიდან წლამდე: ეს პერიოდი არის შესწავლისა და ხასიათის ჩამოყალიბების დრო. ცხოვრების პირველი წელი კნუტის აღზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ხდება ახალი ტერიტორიის ათვისება და იქ დამკვიდრება;
▶️ერთი წლის ზევით: იწყება ზრდასრული კატის ცხოვრება. სამი წლის კატის ასაკი უტოლდება 28 წლის ადამიანის ასაკს;
▶️მომდევნო ასაკობრივი თანხვედრა ადამიანისა და კატის ასეთია: 5=38, 7=48, 9=55, 11=65, 13=72, 15=88, 19=96.
🩺ჩვენი მისამართებია:
📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95
📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2
📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძე N49
📍თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119