შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
“ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამანისთვის არის დამახასიათებელი: შიმშილს, წყურვილს, შიშს და ტკივილს”.
ცხოველთა მოყვარულებმა და პატრონებმა კარგად იციან, თუ როგორი სასიამოვნოა ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობა, მათი მოვლა, მათთან დროის გატარება. სიყვარული და სითბო, რომელსაც გასცემ, ორმაგად გიბრუნდება უკან. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ.
შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ ოთხფეხა არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 🐈🐈