შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
ვაქცინაცია არის აქტიური იმუნიზაცია, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.
ვაქცინაციის სრული კურსი მოიცავს 3 კომპლექსურ და 1 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. კურსი იწყება 10-12 კვირის ასაკში და თითოეული მათგანი კეთდება 2-3 კვირის ინტერვალით.
ინექციის შემდეგ დაუშვებელია ცხოველის ბანაობა 4-5 დღის განმავლობაში, რადგან მოსალოდნელია ნანემსარი ადგილის დასიება, რაც დისკომფორტს შეუქმნის ცხოველს.
ვაქცინაცია არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ თქვენი ცხოველი არ დაავადდება, თუმცა იგი რადიკალურად ამცირებს ამის შანსს.
სასურველი და აუცილებელიც კი არის, რომ ცხოველი ყველა ვაქცინის გაკეთებამდე არ გაიყვანოთ გარეთ და მოარიდოთ სხვა ცხოველებს. ამგვარად თქვენ შეამცირებთ ვირუსის გადადების ალბათობას.
იმუნიზაცია იცავს თქვენს ბინადარს და ოჯახის წევრებს
🩺კლინიკის მისამართებია:
📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95
📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2
📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძე N49
📍თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119