შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
უკეთესია თქვენს ახალ ბინადარს შეურჩიოთ დიდი სივრცე. ეს ცხოველები ძალიან აქტიურები არიან და სჭირდებათ ბევრი მოძრაობა.
გალია მოათავსეთ გამათბობლიდან და ღია ფანჯრიდან მოშორებით.
მისი სახლის ფსკერზე მოათავსეთ ნახერხი ან შეუღებავი ქაღალდის ნამცეცები.
გალიაში დადეთ პატარა "სახლი" (ყუთი, ქილა, ქოთანი და ა.შ.), სადაც საკვებს დაუყრით და ყველაფერ იმას, რათიც შეიძლება, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაერთოს.
თითქმის ყოველდღე წმინდეთ მისი "სახლი" ნაგვისა და საკვების ნარჩენებისგან.
ზაზუნები საკვების მიმართ არაპრეტენზიულები არიან, დიდი საიმოვნებით მიირთმევენ ბურღულეულს.
ძალიან მოსწონთ - ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა. აჭამეთ, ასევე პური, ბოსტნეული, ხილი.
აუცილებელია პერიოდულად საკვებთან ერთად მისცეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები.
ყოველთვის სავსე გქონდეთ მისი ჯამი საკვებით.
თქვენი ახალი მეგობარი სულ მალე გიცნობთ სუნით და სახელის დაძახებაზეც მოახდენს რეაგიერებას.