შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
„განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი, ასე აღწერდა სულხან-საბა „ქართული ნაგაზის“ ძაღლის ჯიშსს.
კავკასიური ნაგაზი ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი უძველესი ჯიშის ძაღლია.
ჯიშის წარმოშობის მრავალი ვერსიიდან ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2 ათასი წლის წინ შემოიყვანეს. სხვა ვერსიით, ის დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს.
გაწონასწორებული, დიდი დამცველობითი ინსტინქტით; ფხიზელი, ერთგული, ყურადღებიანი, გულადი, მშვიდი, დამოუკიდებელი ქცევით, მაგრამ დამჯერი. ახასიათებს სიავე და უნდობლობა უცხოსადმი. ის ერთგულად და მაქსიმალური ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ხვადის სიმაღლე დაახლოებით 72-75 სმ (არანაკლებ 68 სმ-სა), ხოლო ძუს- 66-69 სმ-ა (არანაკლებ 64 სმ-სა).
საგულისხმოა, რომ დღეს მომქმედი ჯიშის სტანდარტი შედგენილია ქართული ტიპის მონაცემებზე. აღნიშნავენ, რომ კავკასიური ნაგაზის საუკეთესო პოპულაცია გავრცელებულია საქართველოში.
ჩვენში განასხვავებენ ამ ძაღლის ტიპებს:
გერგეთული,
გარბენული,
სტეფანწმინდური,
ახალციხური
514 50 40 50
mygafge@gmail.com
მისამართები:
ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95
ქუთაისი,ჟიული შარტავას N2
თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119
ბათუმი, ტბელ აბუსერიძის N49
გამოგვყევით ინსტაგრამზე – https://www.instagram.com/gafkutaisi/?hl=ru
ტიკ–ტოკზე - https://www.tiktok.com/@gafkutaisi2021
#გაფქუთაისი #გრუმინგიქუთაისში #ცხოველთაიურიდიულიმომსახურება #ზოომარკეტი #ვეტერინარიქუთაისში #საქართველოსცხოველთაფედერაცია #ცხოველთადაბადებისდღეები #ცხოველთაფოტოსესია #GAFქუთაისი #ცხოველთაპარკინგი