მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
კატის გავრცელებული დაავადებები

 

⭕️თუ ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმეს სიმპტომს შეამჩნევთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

❎რინოტრახეიტი - ეს არის დაავადებაა, რომელსაც ჭირდება აუცილებელი წინასწარი ვაქცინაცია, როგორც კნუტებს ასევე კატებს. დაავადება ვრცელდება ორგანიზმში, აისახება სასუნთქ სისტემასა (ხროტინი) და თვალებზე (თვალები ეცრემლებათ და ეწებებად ეთმანეთზე). ერთადერთი, რაც ამ დროს სახლის პირობებში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს ცხოველს, ის არის, რომ ვეტექიმთან მკურნალობის პერიოდში

შეუქმნათ კომფორტული გარემო და აარიდოთ ყოველგვარ სტრესს.

ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ჯიშის კატას, მისი ასაკის მიუხედავად.

მკურნალობის შემთხვევაში კატა გამოჯანმრთელებას იწყებს 7-10 დღეში.

❎კალცივირუსი - ეს დაავადება სიმპტომებით ჰგავს რინოტრახეიტს. დაავადებულ კატას შეიძლება ჰქონდეს რინიტის (გრიპი) მსგავსი სიმპტომები და დაერთოს სახსრების ტკივილი, რომელიც იწვევს კოჭლობას. ამ დაავადების პროფილაქტიკა, ისევ და ისვე, ვაქცინაციაა.

❎კატის ჭირი - ეს საშინელი კატის ვირუსია, რომლის ნიშნებიც იკვეთება დიარეით, ამას ემატება გულისრევა, ცხელება და უმადობა. თუ დროულად არ მიხედეთ ცხოველს, შეიძლება, ფატალურადაც დასრულდეს ავადმყოფობა.

კატის ჭირის მკურნალობა ძირითადად გადასხმებით ხდება, რათა ორგანიზმმა სითხე და ვიტამინები მიიღოს. საბედნიეროდ, ამ დაავადების წინააღმდეგ არსებობს ვაქცინაცია, რომელიც 100% -იან შედეგს იძლევა.

📞 +995514504050

📧 mygafge@gmail.com

📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95

📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2

+995 591 50 61 50

📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძის N49

+995 591 50 63 50

📍თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119

+995 591 50 62 50

გამოგვყევით ინსტაგრამზე – https://www.instagram.com/gafkutaisi/?hl=ru

ტიკ–ტოკზე - https://www.tiktok.com/@gafkutaisi2021

#გაფქუთაისი #გრუმინგიქუთაისში #ცხოველთაიურიდიულიმომსახურება #ზოომარკეტი #ვეტერინარიქუთაისში #საქართველოსცხოველთაფედერაცია #ცხოველთადაბადებისდღეები #ცხოველთაფოტოსესია #GAFქუთაისი #ცხოველთაპარკინგი