მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
რა არის პაპილომა ვირუსი|?
ბოლო პერიოდში მომრავლდა პაპილომა ვირუსით დაავადებული ძაღლების რიცხვი და შესაბამისად, მეპატრონეებისგან  გაჩნდა კითხვები რა არის პაპილომა, რა იწვევს და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მისი წარმოქმნა. ქვემოთმდებარე პოსტში გთავაზობთ ინფორმაციას   ამ და სხვა მნიშვნელოვანი  კითხვების შესახებ

 

რა არის პაპილომა ძაღლზე?

პაპილომები კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება პირის ღრუს ლორწოვან გარსში და პირ-ტუჩის არეში, თუმცა წარმონაქმნები გვხვდება (ჩვეულებრივ მრავლობითი, მაგრამ ზოგჯერ ერთჯერადი) სასის და ოროფარინქსის არეშიც.

 

რა იწვევს პაპილომა ვირუსს?

 პაპილომები გამოწვეულია გარკვეული ტიპის ვირუსებით. ძაღლები ინფიცირდებიან ვირუსით, როდესაც კონტაქტში შედიან სხვა ინფიცირებულ ძაღლთან. ძაღლების პაპილომა ვირუსებს შეუძლიათ გაძლონ გარემოში დიდი ხნის განმავლობაში და, შესაბამისად, გავრცელდეს ისეთ საგნებზე, როგორიცაა საწოლი,სათამაშოები და ასე შემდეგ.

 

 როგორ გამოიყურება პაპილომა ვირუსი?

ვირუსული პაპილომები კლასიკურად მრგვალია, მაგრამ ხშირად აქვთ უხეში, თითქმის დაფარული ზედაპირი, რომელიც ზღვის ანემონს ან ყვავილოვან კომბოსტოს მოგაგონებთ.

 

შესაძლებელია პაპილომა ვირუსის განკურნება?

ჯანმრთელ ცხოველებში პაპილომები არ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე და ჩვეულებრივ ქირურგიული გზით იკურნება. იშვიათად, ოპერაციის შემდეგ სიმსივნე ხელახლა იზრდება. თუ ვირუსული ინფექცია შენარჩუნებულია იმუნური სისტემის დაქვეითების გამო, შეიძლება განვითარდეს დამატებითი პაპილომები. ვეტერინარები გვირჩევენ პაპილომა ვირუსის განადგურებას ქირურგიული გზით.  ეს უკანასკნელი ძაღლებს მყისიერად ანთავისუფლებს პაპილომა ვირუსისგან და  იმუნური სისტემის  გაუმჯობესების სწრაფი ხერხია.

 

არის თუ არა გადამდები პაპილომა ვირუსი?

პაპილომა ვირუსი გადამდებია ძაღლიდან ძაღლზე და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისათვის.
Onbet