შპს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ.#95
+995 514-50-40-50
email: mygafge@gmail.com
ჩვენ ძაღლებს ვგავართ, თუმცა ამავე დროს ძალიან განვსხვავდებით ფიზიოლოგიური მსგავსება ადამიანებსა და ძაღლებს შორის აშკარაა. ჩვენ ერთნაირად ვგრძნობთ საჭმლის გემოს, ტკივილს, სიცხეს, სიცივეს; ერთმანეთის მსგავსად აღვიქვამთ გარემოს და ა.შ. ძირითადი განსხვავება – ეხება ფასეულობებს. არასწორი ინტერპრეტირებებისა და უხეში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია ძაღლების შესწავლა, მათზე მიუკერძოებელი დაკვირვება, მათი მოთხოვნილებებისა და განზრახვების გაგება.
თუ ძაღლი იღრინება, ეს ყოველთვის ცუდს არ ნიშნავსძაღლები იყენებენ სხვადასხვა ხმებს კომუნიკაციისას: ყეფენ, წკმუტუნებენ, ფრუტუნებენ, ყმუიან, და იღრინებიან. რაც შეეხება ღრენას, ღრენით ძაღლი გვანიშნებს, რომ წარმოქმნილი სიტუაცია მისთვის უსიამოვნოა, რაც სრულებით არ ნიშნავს უხეშობასა და აგრესიას. ამ შეცდომას ადამიანები ხშირად უშვებენ და ეჩხუბებიან ან სჯიან საკუთარ ძაღლებს, რათა მიანიშნონ ვინ არის მთავარი; თუმცა, ჯერ კიდევ 20 წლის წინ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ურთიერთობა ძაღლსა და ადამიანს შორის – ეს არ არის იერარქიული კიბე, სადაც თითოეული მათგანი ცდილობს დაიკავოს უმაღლესი ადგილი.ღრენის დროს ძაღლი უბრალოდ დისტანციის გაზრდას გვთხოვს ან იცავს საკუთარ ნივთებს (ძირითადად სათამაშოებს). ხშირად მსგავსი ფორმით კომუნიკაცია პირიქით დახმარების მოთხოვნას გულისხმობს, რადგან შესაძლებელია ძაღლი ამ დროს თავს დაუცველად გრძნობდეს ან რაიმე ფიზიკურად აწუხებდეს.