მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
ბასენჯი

📍💙მიუხედავად იმისა, რომ ბასენჯის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, მისი მსგავსი ძაღლის გამოსახულებები ნაპოვნია IV დინასტიის დროინდელ ეგვიპტურ სამარხებში. დღევანდელი ბესენჯები, არიან 1930-იან წლებში ზაირიდან ჩამოყვანილი ძაღლების შთამომავლები. ეს მშვიდი, დახვეწილი ძაღლი თბილი კლიმატის მქონე კონტინენტის აბორიგენია. მისი ჟღალისფერი ბალანი უზრუნველყოფს კარგ კონსიპირაციას გარემოსთან, ხოლო თეთრი ლაქები სხეულზე და მოკლე ბალანი საშუალებას აძევს ადვილად გადაიტანოს სიცხე.

თავის მშობლიურ აფრიკაში სანადირო ოსტატობით ნაქებ ბასენჯებს ძველ ეგვიპტეში ფარაონებს უძღვნიდნენ საჩუქრად. ეს ჯიში ინგლისში 1937 წელს შეიყვანეს, მისი ლეკვები კი ამერიკაში 1941 წელს გამოჩნდნენ. როცა ეს ძაღლი შემართულია სანადიროდ, მისი შუბლი იღარება ნაოჭებით, რაც მას პირქუშ გამომეტყველებას ანიჭებს.

მონაცემები:

🔹წარმოშობა - აფრიკა

🔸მთავარი დანიშნულება - ნადირონა

🔹ტემპერამენტი - დამოუკიდებელი, ცელქი

🔸სიცოცხლის ხანგრძლივობა - 12-14 წელი

🔹მოვლა - ყოველკვირეული ვარცხნა

🔸ვარჯიში - ინტენსიური

🔹კუდი–მჭიდროდ დახვეული და გავაზე დადებული.

🔸ბეწვი–მოკლე და მშვენიერი, ღია წაბლისფერი, წითელი, შავი, სამფერი, ან აჭრელებული –ყველა მათგანს კი ტერფები, მკზერდი და კუდის წვერი თეთრი აქვთ.

🔹თათები–პატარა, ოვალური და კომპაქტური, სქელი ბალიშებითა და მკვეთრად ამოზნექილი თითებით.

🔸ტანი–კომპაქტური, დაკუნთული და საშუალო ზომის.

🔹სახე –ელეგანტური და ოდნავ წაგრძელებული, ფხიზელი, ცნობისმოყვარე გამომეტყველებით.

🔸თვალები–მუქი თაფლისფერი და ყავისფერი, ნუშის ფორმის.

🔹ცხვირი –შავი, ფართო და ტყავისებრი.

📌რჩევა:

📍ბასენჯის უყვარს სიმაღლეებზე ცოცვა და იოლად შეუძლია გადალახოს რკინისბადიანი ღობე.

მათ უყვართ ღეჭვა. მიეცით ისეთი სათამაშოები, რომელსაც დასაღეჭად გამოიყენებენ. აქვს გამორჩეული სიარულის მანერა.

💙