მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
პომერანიული შპიცი

ძაღლის ამ ჯიშმა თავისი სახელი მიიღო იმ ტერიტორიისაგან, რომელსაც პომერანია ეწოდება და იგი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლონეთსა და გერმანიაში, ბალტიის ზღვის გასწვრივ.

პომერანიული შპიცი მკვირცხლი და მოსიყვარულე ძაღლია.
💙  უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მოფერება და ნებივრობა, თუმცა ასევე მოსწონს თამაში და ცელქობა
💙 . ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ ჭკვიანია და ამიტომ მისი გაწვრთნა ადვილია. პატარა, მხიარული პომერანიული შპიცი კარგი მოდარაჯე ძაღლია და მიუხედავად მცირე ზომისა, ხმამაღალი ყეფით უმალ გაცნონებთ, თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს.
💙  


▶️ მოვლა:

პომერანიული შპიცისათვის სავარჯიშოდ რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა საჭირო არ არის. კარგი იქნება, თუკი დროდადრო პარკში გავასეირნებთ და ასევე შემოღობილ ეზოში თამაშის ნებას მივცემთ, რათა სათანადოდ მოხდეს მისი ვარჯიში, თუმცა არ უნდა მოხდეს მისი ვარჯიში შუადღის სიცხეში.

 

პომერანიულ შპიცს აქვს  სქელი, გრძელი, ორმაგი ბეწვი, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მოვლა – ვარცხნა, რადგანაც ბეწვი ადვილად იბურდება და იკეთებს კვანძებს განსაკუთრებით განგურის დროს, რაც წელიწადში ორჯერ ხდება. ბეწვი უნდა დაივარცხნოს კუდიდან თავისაკენ – ბეწვის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. მართალია, ამ საქმეს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ რთული გასაკეთებელი არ არის.

  • რჩევა :

პომერანიული შპცისათვის აუცილებელია   თვალების ამოწმენდა წკირზე დახვეული ბამბის ტამპონით და ფრჩხილების დაჭრა თათებზე. ასევე საჭიროა კბილების ხშირი შემოწმება. სათანადო მოვლის გარეშე, პომერანიულ შპიცს შეიძლება კბილები ადრე დასცვივდეს, ამიტომ რეკომენდირებულია მისთვის მშრალი საკვების მიცემა.💙

ბეწვის შეკრეჭა უნდა მოხდეს 1 თვეში ერთხელ. ასევე საჭიროა ბეწვის გასუფთავება მშრალი შამპუნით, როცა ამის საჭიროება იქნება.💙