ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო, ცოცხალი, მშრალი ვირუსვაქცინა შტამი ~Н~
                        
                    
                    
                        
                        სამკურნალწამლო ფორმა: ლიოფილიზატი საინექციო სუსპენზიის დასამზადებლად. ვაქცინა დამზადებულია ნიუკასლის დაავადების ვირუსით (შტამი „H“) ინფიცირებული СПФ-ქათმის ემბრიონების ექსტრაემბრიონული სითხისგან, სტაბილიზატორის სახით შემდეგი ნივთიერებების დამატებით: საქაროზა (10%), პეპტონი (4%), ჟელატინი (1%).
ვაქცინა წარმოადგენს  რუხი  ფერის ფორიან  მშრალ მასას, რომელიც ადვილად იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში.
ბიოლოგიური თვისებები: ვაქცინა იწვევს ფრინველებში იმუნური პასუხის ფორმირებას ნიუკასლის დაავადების მიმართ ვაქცინაციიდან 48 საათის შემდეგ, რომელიც გრძელდება 12 თვემდე.
ვაქცინა უვნებელია, სამკურნალო თვისებები არ გააჩნია.
გამოყენების წესი: ვაქცინა განკუთვნილია მოზრდილი ქათმების, ციცრების  და ინდაურების იმუნიზაციისთვის ნიუკასლის დაავადებისთვის არახელსაყრელ მეურნეობებში.
იმუნიზაცია უტარდება კლინიკურად ჯანმრთელ ფრინველს 60 დღის ასაკიდან