მთავარი ონლაინ მაღაზია გალერეა აქციები ბლოგი კონტაქტი აგროგაფი
რა არის გრუმინგი? რატომ არის გრუმინგი აუცილებელი?
ხშირად გვესმის ორი სახის  კითხვა რა არის გრუმინგი და რატომ არის იგი აუცილებელი?  👉🏻 ჰიგიენური გრუმინგის პროცედურა მოიცავს: დაბანას, გამოვარცხნას, ბრჭყალების დაჭრას, ყურების გასუფთავებას, ჰიგიენური ადგილების მინი საპარსით გასუფთავება, თათების გარშემო და შიგნით, ბეწვის ამოღება/გასუფთავებას. რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არის გრუმინგი აუცილებელი.  პირველ რიგში ცხოველს შორდება არასაჭირო თმა და რათქმაუნდა ქერტლი. შედეგად ვიღებთ, სეზონის შესაბამის კომფორტული ზომის ბეწვს. აღსანიშნავია, რომ ცუგებისა და კატების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად დაიცვითოს პრჭყალები, ამიტომ აუცილებელია დაჭრა. ასევე, უმნიშვნელოვანესია ყურების გასუფთავება.  საქართველოს ცხოველთა ფედერაცია რეკომენდაციას უწევს რეგულარულ გრუმინგს იმისთვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრები იყვნენ მეტად ჯანმრთელები🩵
დაწვრილებით
დეჰელმინთიზაცია
რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის სადეჰელმინთიზაციო პრეპარატის აუცილებლობის შესახებ ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის დეჰელმინთიზაცია, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ და რა შედეგამდე მივალთ თუ არ მოვახდენთ ცხოველის დეჰელმინთიზაციას. დეჰელმეთიზაცია გულისხმობს, ბრძოლას მუცლის ჭიების წინააღმდეგ; ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს პარაზიტული ჭიების განდევნას ორგანიზმიდან და მათ მოსპობას. დეჰელმეთიზაცია სპეციალური გრაფიკით მიმდინარეობს, იწყება 6-8 კვირიდან და პერიოდულობა დამოკიდებულია პრეპარატზე და მის ეფექტურობაზე. ჰელმინთების არსებობა ორგანიზმში ასუსტებს იმუნიტეტს და არაეფექტურს ხდის ვაქცინაცინასაც კი. ჭიის არსებობა ორგანიზმში ასევე იწვევს: უმადობას; წონის დეფიციტს; სისუსტეს; და საბოლოოდ მივდივართ ინტოქსიკაციამდე. . Because many people do not know about the need for deworming, we offer …
დაწვრილებით
რა არის პაპილომა ვირუსი|?
ბოლო პერიოდში მომრავლდა პაპილომა ვირუსით დაავადებული ძაღლების რიცხვი და შესაბამისად, მეპატრონეებისგან  გაჩნდა კითხვები რა არის პაპილომა, რა იწვევს და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მისი წარმოქმნა. ქვემოთმდებარე პოსტში გთავაზობთ ინფორმაციას   ამ და სხვა მნიშვნელოვანი  კითხვების შესახებ   რა არის პაპილომა ძაღლზე? პაპილომები კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება პირის ღრუს ლორწოვან გარსში და პირ-ტუჩის არეში, თუმცა წარმონაქმნები გვხვდება (ჩვეულებრივ მრავლობითი, მაგრამ ზოგჯერ ერთჯერადი) სასის და ოროფარინქსის არეშიც.   რა იწვევს პაპილომა ვირუსს?  პაპილომები გამოწვეულია გარკვეული ტიპის ვირუსებით. ძაღლები ინფიცირდებიან ვირუსით, როდესაც კონტაქტში შედიან სხვა ინფიცირებულ ძაღლთან. ძაღლების პაპილომა ვირუსებს შეუძლიათ გაძლონ გარემოში დიდი ხნის განმავლობაში და, შესაბამისად, გავრცელდეს ისეთ საგნებზე, როგორიცაა …
დაწვრილებით
კანის ინფექციები ძაღლებში
  ძაღლები ნაკაწრებს ყოველდღიურად იღებენ, მაგრამ ხშირად კანის ქავილი არა ფიზიკური დაზიანებით, არამედ ალერგიით ან ინფექციითაა გამოწვეული. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია ხორბალი, სიმინდი და სოიო, რომლებიც ძაღლის მრავალ საკვებში გვხვდება. ცხვრის ხორცისა და ბრინჯის შემცველი საკვებით ჩანაცვლებამ შესაძლოა ეს სიმპტომები მალევე მოაგვაროს. თუმცა, თუ დიეტის ცვლილება უშედეგოა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რადგან პრობლემა შესაძლოა გამწვავდეს და მტკივნეული წყლულების სახით გამოვლინდეს, განსაკუთრებით სქელბეწვიან ძაღლებში. ინფექციის ტიპიდან გამომდინარე, თქვენს ვეტერინარს შეუძლია გირჩიოთ ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა შამპუნი ალერგიის სამკურნალოდ ან ანტიბიოტიკური მალამო კანის უფრო მძიმე ინფექციების დროს. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეგულარული, პროფესიონალური გრუმინგი საუკეთესო გზაა. პირღებინება და დიარეა ისევე, როგორც ადამიანებს, ძაღლებს …
დაწვრილებით
პირის ღრუს დაავადებები ძაღლებში
  პირის ღრუს ინფექციები ძაღლებში ძალიან ხშირად სამი-ოთხი წლის შემდეგ იჩენს თავს, ხოლ ხანდაზმულ ძაღლების შემთხვევაში საკითხი უფრო მწვავედ დგას. ხანდაზმულ ძაღლებში გავრცელებული პირის ღრუს დაავადებებია: პაროდონტოზი და აბსცესი. სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის: არათანაბარი სუნთქვა, კბილების გახუნება ან ჩამოშლა, მადის ცვლილება, ნადები ენაზე; ღრძილების გაუფერულება. სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობა აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიანდოთ. პირის ღრუს პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზა ვეტერინართან რეგულარული ვიზიტი და კბილების პერიოდული გაწმენდაა. +995514504050 mygafge@gmail.com ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95 ქუთაისი, ჟიული შარტავას N2 +995 591 50 61 50 ბათუმი, ტბელ აბუსერიძის N49 +995 591 50 63 50 თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119 +995 591 50 62 50 …
დაწვრილებით
კატის გავრცელებული დაავადებები
  თუ ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმეს სიმპტომს შეამჩნევთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რინოტრახეიტი - ეს არის დაავადებაა, რომელსაც ჭირდება აუცილებელი წინასწარი ვაქცინაცია, როგორც კნუტებს ასევე კატებს. დაავადება ვრცელდება ორგანიზმში, აისახება სასუნთქ სისტემასა (ხროტინი) და თვალებზე (თვალები ეცრემლებათ და ეწებებად ეთმანეთზე). ერთადერთი, რაც ამ დროს სახლის პირობებში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს ცხოველს, ის არის, რომ ვეტექიმთან მკურნალობის პერიოდში შეუქმნათ კომფორტული გარემო და აარიდოთ ყოველგვარ სტრესს. ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ჯიშის კატას, მისი ასაკის მიუხედავად. მკურნალობის შემთხვევაში კატა გამოჯანმრთელებას იწყებს 7-10 დღეში. კალცივირუსი - ეს დაავადება სიმპტომებით ჰგავს რინოტრახეიტს. დაავადებულ კატას შეიძლება ჰქონდეს რინიტის (გრიპი) მსგავსი სიმპტომები და …
დაწვრილებით
მეკურდღლეობა
გთავაზობთ ინფორმაციას მეკურდღლეობის შესახებ. ფინანსური და შრომითი ხარჯების თვალსაზრისით, პირუტყვის მრეწველობაში ყველაზე მომგებიანი დღემდე მეკურდღლეობაა. მოკლე დროში, კურდღლებზე სათანადო ზრუნვის პირობებში, ფერმერმა შეიძლება მიიღოს გემრიელი და დიეტური ხორცი. ამან განაპირობა მეკურდღლეობის პოპულარობა. დღესდღეობით კუდღლებს ამრავლებენ არამარტო ფერმებში,არამედ იქმნება მცირე საოჯახო მეურნეობები. კუდღელი საკმაოდ მგძნობიარე ცხოველია, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.იმისათვის რო წარმატებას მივაღწიოთ კურდღლის მოშენებაში,დაცული უნდა იყოს აუცილებელი პირობები,როგორიცაა სწორი კვება და სისუფთავე. პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ თეორიულ მხარეს, გავითვალისწინოთ ფინანსური და ფიზიკური შესაძლებლობები. წარმატება როგორც სელექციონერის,დამოკიდებულია მიზნის სწორ ფორმულირებაში. მხოლოდ მას შემდეგ როცა მიზანს მონიშნავთ, თქვენ შეგიძლიათ კურდღლის შერჩევა. სანამ კურდღელს შეიძენთ,იქამდე აუცილებეია მოამზადოთ ადგილი სადაც შემდგომ გეყოლებათ კურდღელი (შენობა …
დაწვრილებით
ქართული ნაგაზი
„განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი, ასე აღწერდა სულხან-საბა „ქართული ნაგაზის“ ძაღლის ჯიშსს. კავკასიური ნაგაზი ქართველი ტომების მიერ გამოყვანილი უძველესი ჯიშის ძაღლია. ჯიშის წარმოშობის მრავალი ვერსიიდან ერთ-ერთის თანახმად იგი წარმოიშვა ტიბეტური მასტიფისგან, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მეომრებმა და ვაჭრებმა 2 ათასი წლის წინ შემოიყვანეს. სხვა ვერსიით, ის დამოუკიდებელი ჯიშია, რომელიც უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციით შექმნეს. გაწონასწორებული, დიდი დამცველობითი ინსტინქტით; ფხიზელი, ერთგული, ყურადღებიანი, გულადი, მშვიდი, დამოუკიდებელი ქცევით, მაგრამ დამჯერი. ახასიათებს სიავე და უნდობლობა უცხოსადმი. ის ერთგულად და მაქსიმალური ყურადღებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ხვადის სიმაღლე დაახლოებით 72-75 სმ (არანაკლებ 68 სმ-სა), ხოლო ძუს- 66-69 სმ-ა (არანაკლებ 64 სმ-სა). საგულისხმოა, რომ დღეს …
დაწვრილებით
კანე კორსო
ქართულ ინტერნეტ სივრცეში მცირედი ინფორმაცია მოგვეპოვება იტალიური მასტიფის, იგივე კანე კორსოს შესახებ. კანე კორსო ეს არის უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია-მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი, სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები. შეფერილობა შავი, რუხი, ალისფერი და ვეფხვისფერი. კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი, გაწონასწორებული ფსიქიკით, ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. +995514504050 …
დაწვრილებით
რჩევები მათთვის, ვისაც ოჯახში ახალი ბინადარის - ზაზუნას შეყვანა სურს.
უკეთესია თქვენს ახალ ბინადარს შეურჩიოთ დიდი სივრცე. ეს ცხოველები ძალიან აქტიურები არიან და სჭირდებათ ბევრი მოძრაობა. გალია მოათავსეთ გამათბობლიდან და ღია ფანჯრიდან მოშორებით. მისი სახლის ფსკერზე მოათავსეთ ნახერხი ან შეუღებავი ქაღალდის ნამცეცები. გალიაში დადეთ პატარა "სახლი" (ყუთი, ქილა, ქოთანი და ა.შ.), სადაც საკვებს დაუყრით და ყველაფერ იმას, რათიც შეიძლება, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გაერთოს. თითქმის ყოველდღე წმინდეთ მისი "სახლი" ნაგვისა და საკვების ნარჩენებისგან. ზაზუნები საკვების მიმართ არაპრეტენზიულები არიან, დიდი საიმოვნებით მიირთმევენ ბურღულეულს. ძალიან მოსწონთ - ხაჭო, ყველი, მოხარშული კვერცხის ცილა. აჭამეთ, ასევე პური, ბოსტნეული, ხილი. აუცილებელია პერიოდულად საკვებთან ერთად მისცეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები. ყოველთვის სავსე გქონდეთ მისი ჯამი საკვებით. …
დაწვრილებით
ორნითოლოგია
ორნითოლოგია — ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს ფრინველებს. ჩვენს ქვეყანაში რთულად შეძლებთ ექიმი ორნიტოლოგის ნახვას, თუმცა ჩვენი უცხოელი ვეტ-ექიმი თქვენს შინაურ ფრინველებს მაღალკვალიფიციური მეთოდებით მოემსახურება და უმკურნალებს. ჩვენი მისამართებია  ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 95 ქუთაისი, ჟიული შარტავას 2 ბათუმი, ტბელ აბუსერიძე 49 თერჯოლა, რუსთაველის გამზირი 119 https://www.facebook.com/GAFGeorgia/ #VETERINARIAN #VETBATUMI #VETTERJOLA #VETKUTAISI #GROOMING #GROOMINGKUTAISI #GROOMINGBATUMI #GROOMINTERJOLA #STATIONAR #VETEMERGENCY #PETTAXI #PETEXPRES
დაწვრილებით
ბრუცელოზი
_ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით. რომელი ცხოველები ავადდებიან ბრუცელოზით? -ბრუცელოზით ავადდება როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველი, მაგრამ დაავადების მიმართ განსაკუთრებით ამთვისებელია მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა და ღორი. როგორ ვრცელდება ბრუცელოზი? ბრუცელოზის ბაქტერია -განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა დაავადებული ცხოველის მოგების (მშობიარობის) პერიოდში ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან და სანაყოფე სითხესთან ერთად. მიკრობები ასევე შესაძლებელია გავრცელდეს შარდითა და რძით. ცხოველები ავადდებიან დაინფიცირებულ საკვებთან, წყალთან, სადგომთან, მოვლის და სხვა საგნებთან ექსპოზიციის დროს. ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტით, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებისას, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის …
დაწვრილებით
იმუნიზაცია
ვაქცინაცია არის აქტიური იმუნიზაცია, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ. ვაქცინაციის სრული კურსი მოიცავს 3 კომპლექსურ და 1 ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. კურსი იწყება 10-12 კვირის ასაკში და თითოეული მათგანი კეთდება 2-3 კვირის ინტერვალით. ინექციის შემდეგ დაუშვებელია ცხოველის ბანაობა 4-5 დღის განმავლობაში, რადგან მოსალოდნელია ნანემსარი ადგილის დასიება, რაც დისკომფორტს შეუქმნის ცხოველს. ვაქცინაცია არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ თქვენი ცხოველი არ დაავადდება, თუმცა იგი რადიკალურად ამცირებს ამის შანსს. სასურველი და აუცილებელიც კი არის, რომ ცხოველი ყველა ვაქცინის გაკეთებამდე არ გაიყვანოთ გარეთ და მოარიდოთ სხვა ცხოველებს. ამგვარად თქვენ შეამცირებთ ვირუსის გადადების ალბათობას. იმუნიზაცია იცავს …
დაწვრილებით
დაავადების გახშირებიდან გამომდინარე გთავაზობთ ინფორმაციას - ლაიმის დაავადება ძაღლებში
ძაღლების ლაიმის დაავადება არის ბაქტერიული დაავადება, რომელსაც თან ახლავს ტკიპები.  ლაიმის დაავადების რამდენიმე გავრცელებული სიმპტომია: სახსრების ტკივილი; ცხელება; მადის დაკარგვა; ეპრესია ან ენერგიის შემცირება; გადიდებული ლიმფური კვანძები. ზოგიერთ იშვიათ შემთხვევებში, ლაიმის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მძიმე გართულებები: თირკმელების უკმარისობა; გულის დაავადება; ნევროლოგიური პრობლემები. დაავადებულ ძაღლში სიმპტომები ვლინდება ეტაპობრივად. პირველი გამოვლენისას სიმპტომების ხანგრძლივობაა დაახლოებით 5 დღე. შემდეგ კი შესაძლოა სიმპტომები გაქრეს, თუმცა დაავადებამ განაგრძოს პროგრესირება. მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკური თერაპიული კურსით. პროფილაქტიკისთვის, საჭიროებისამებრ დაამუშავეთ ცხოველი გარეგან პარაზიტებზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. დაგვიკავშირდით: 514 50 40 50
დაწვრილებით
ადამიანის მეგობარი
“ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, იგი განიცდის იმავე გრძნობებს, რომლებიც ადამანისთვის არის დამახასიათებელი: შიმშილს, წყურვილს, შიშს და ტკივილს”. ცხოველთა მოყვარულებმა და პატრონებმა კარგად იციან, თუ როგორი სასიამოვნოა ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობა, მათი მოვლა, მათთან დროის გატარება. სიყვარული და სითბო, რომელსაც გასცემ, ორმაგად გიბრუნდება უკან. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ცხოველები არამარტო გვაბედნიერებენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს დეპრესიას, სტრესს, დაძაბულობასა და ბრაზს. ასევე, ამ ოთხფეხა არსებების წყალობით ძლიერდება ადამიანის იმუნური სისტემა, რეგულირდება წნევა, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 🐈‍🐈  
დაწვრილებით
⏺კატების განვითარება ცხოვრების გარკვეულ საფეხურებზე.
▶️დაბადების პირველი დღე: ახალშობილი კნუტი ყრუ და ბრმაა. ის გრძნობს სიცივესა და სითბოს, ინსტინქტურად მიცოცავს დედის რძისკენ. ის თათით აწვება მკერდს და რძეს წოვს; ▶️პირველი-მეორე კვირა: კნუტს უვითარდება სმენა. მას უმუშავდება გარკვეული ინსტინქტი, ის ახელს თვალს; ▶️მესამე კვირა: იჭრება სარძევე კბილები, კნუტები იწყებენ სირბილსა და თამაშს; ▶️მეოთხე-მეშვიდე კვირა: კნუტი იწყებს დამატებითი საკვების მიღებას; ▶️მეხუთე კვირა: დედა კატა იწყებს კნუტების აღზრდას - ასწავლის სოციალურ წესებს, ნადირობას და საკვების მოპოვებას; ▶️მეათე-მეთორემეტე კვირა: დედა კატას კნუტები ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაჰყავს; ▶️სამი თვიდან წლამდე: ეს პერიოდი არის შესწავლისა და ხასიათის ჩამოყალიბების დრო. ცხოვრების პირველი წელი კნუტის აღზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ხდება ახალი ტერიტორიის …
დაწვრილებით
პიტ ბულ ტერიერი
პიტ ბული არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება შეერთებულ შტატებში ბულდოგებიდან და ტერიერებიდან წარმოშობილი ძაღლის ტიპისთვის. ეს არის ძაღლი, ძლიერი, მამაცი, განსაზღვრული და აღფრთოვანებული ხასიათით. იმის მიუხედავად რომ დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკაში, პიტბული ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და აგრესიულ ჯიშად მიიჩნევა, თავდაპირველად ის ოჯახის კომპანიონ ძაღლად ითვლებოდა. ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად ფერმებში იყვნენ, მაგრამ მათი ხასიათიდან გამომდინარე მალევე ოჯახში ბავშვებისათვის "ძიძა ძაღლის" როლიც შეითავსა, მათი გამორჩეული ინტელექტისა და ერთგულების გამო. ამასთანავე, ისინი ბავშვებთან საოცარად მოსიყვარულეები არიან. იმის გათვალისწინებით რომ ამ ჯიშს განსაკუთრებულად ჭარბი ენერგია აქვთ და სხვა ძაღლებთან არც ისე კარგი ურთიერთობა, საჭიროა პატრონმა ყოველდღიურად იმუშაოს მასზე, რათა ენერგია დახარჯოს.  კვლევები ირწმუნება, …
დაწვრილებით
არგენტინული დოგი
არგენტინული დოგი გამოიყვანეს არგენტინაში 1920-იან წლებში. ამ ჯიშის ჩამოყალიბება დაიწყო ანტონიო მარტინესმა. მას სურდა შეექმნა კომპანიონი ძაღლის ჯიში, რომელიც ასევე შესანიშნავი მცველი და საშიშ და დიდ ცხოველებზე მონადირე იქნებოდა. საოცნებო ძაღლის მისაღებად ანტონიომ თავის ძმასთან, აუგუსტინთან ერთად დაიწყო კორდობის მებრძოლი ძაღლების (ამჟამად გადაშენებულია) შეჯვარება სხვადასხვა ჯიშებთან. დოგო არგენტინოს მისაღებად უამრავი ძაღლის ჯიში გამოიყენეს, მათ შორის: ბულ ტერიერი, ბულდოგი, ბოქსიორი, გერმანული დოგი, ირლანდიური მგლის მახრჩობელა ძაღლი,  პირენეული მთის ძაღლი, ბორდოული დოგი, პოინტერი და ესპანური მასტიფი. ანტონიო მარტინესმა 1928 წელს დაწერა არგენტინული დოგის ჯიშის სტანდარტი. სამხრეთ ამერიკაში მონადირეებმა დაიწყეს მისი გამოყენება ტახზე, იაგუარზე და პუმაზე სანადიროდ. მას ასევე იყენებდნენ ძაღლების ორთაბრძოლებში, რაც …
დაწვრილებით
პომერანიული შპიცი
ძაღლის ამ ჯიშმა თავისი სახელი მიიღო იმ ტერიტორიისაგან, რომელსაც პომერანია ეწოდება და იგი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლონეთსა და გერმანიაში, ბალტიის ზღვის გასწვრივ. პომერანიული შპიცი მკვირცხლი და მოსიყვარულე ძაღლია.  უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მოფერება და ნებივრობა, თუმცა ასევე მოსწონს თამაში და ცელქობა . ამ ჯიშის ძაღლი საკმაოდ ჭკვიანია და ამიტომ მისი გაწვრთნა ადვილია. პატარა, მხიარული პომერანიული შპიცი კარგი მოდარაჯე ძაღლია და მიუხედავად მცირე ზომისა, ხმამაღალი ყეფით უმალ გაცნონებთ, თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს.   მოვლა: პომერანიული შპიცისათვის სავარჯიშოდ რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა საჭირო არ არის. კარგი იქნება, თუკი დროდადრო პარკში გავასეირნებთ და ასევე შემოღობილ ეზოში თამაშის ნებას მივცემთ, რათა სათანადოდ მოხდეს მისი ვარჯიში, …
დაწვრილებით
ბასენჯი
მიუხედავად იმისა, რომ ბასენჯის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, მისი მსგავსი ძაღლის გამოსახულებები ნაპოვნია IV დინასტიის დროინდელ ეგვიპტურ სამარხებში. დღევანდელი ბესენჯები, არიან 1930-იან წლებში ზაირიდან ჩამოყვანილი ძაღლების შთამომავლები. ეს მშვიდი, დახვეწილი ძაღლი თბილი კლიმატის მქონე კონტინენტის აბორიგენია. მისი ჟღალისფერი ბალანი უზრუნველყოფს კარგ კონსიპირაციას გარემოსთან, ხოლო თეთრი ლაქები სხეულზე და მოკლე ბალანი საშუალებას აძევს ადვილად გადაიტანოს სიცხე. თავის მშობლიურ აფრიკაში სანადირო ოსტატობით ნაქებ ბასენჯებს ძველ ეგვიპტეში ფარაონებს უძღვნიდნენ საჩუქრად. ეს ჯიში ინგლისში 1937 წელს შეიყვანეს, მისი ლეკვები კი ამერიკაში 1941 წელს გამოჩნდნენ. როცა ეს ძაღლი შემართულია სანადიროდ, მისი შუბლი იღარება ნაოჭებით, რაც მას პირქუშ გამომეტყველებას ანიჭებს. მონაცემები: წარმოშობა - აფრიკა მთავარი დანიშნულება - …
დაწვრილებით
საინტერესო ფაქტები კატების შესახებ
ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია კატების 44 ჯიში. 6 თვის კატა შეესაბამება 10 წლის ბავშვს. კატებს ძინავთ 12-16 საათი დღეში, მაგრამ არსებობს ისეთი კატა, რომელსაც 20 საათი შეუძლია ეძინოს. შუა საუკუნეებში კატა ასოცირდებოდა ჯადოქრობასთან. კატის ყნოსვის უნარი 14–ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ადამიანის. კატის თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს მისი ასაკის მატებასთან ერთად. კატის ცხვირი ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. კატას შეუძლია გაარჩიოს საკუთარი პატრონის ნაფეხური ასობით ნაფეხურს შორის. კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი სიბერიული ვეფხვია. კატებს მოკლული არსებები იმიტომ მიაქვთ ადამიანებთან, რომ ჰგონიათ პატრონს არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა და ნადავლს საჩუქრის სახით აძლევენ. უკანასკნელი 10 000 წლის განმავლობაში კატის არცერთი ჯიში …
დაწვრილებით
საინტერესო ამბები ძაღლების შესახებ
   ძაღლების ყნოსვა 10 000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის. ძაღლის ინტელექტი შეესაბამება ორი წლის ბავშვის ინტელექტს და ასევე მათ შეუძლიათ გაიგონ 150-მდე სიტყვა. ძაღლები ძილში სიზმრებს ხედავენ ძაღლებს დანაშაულის გრძნობა არ აქვთ ძაღლს შესაძლოა, იგივე დაავადება სჭირდეს, რაც ადამიანს ძაღლებს ეჭვიანობის შეგრძნება აქვთ ძაღლები სიმსივნისა და დიაბეტის სუნს გრძნობენ.   🩺ჩვენი მისამართებია: 📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95 📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2 📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძე N49 📍​​​​​​​​​​​​​​თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119
დაწვრილებით
იურიდიული მომსახურება
ქართულ საზოგადოებას ვთავაზობთ ციფრულ ID ბარათს (სარეგისტრაციო მოწმობა ), სადაც ცხოველს მინიჭებული ექნება შესაბამისი QR კოდი. ამ კოდის სკანირებით, თქვენ მოხვდებით ჩვენს მონაცემთა ბაზაში. აქ ინახება ყველა ინფორმაცია (თუნდაც აწ უკვე ჩატარებული მანიპულაციები) , საგვარეულო ნუსხა, სამედიცინო ბარათი, დართვის აქტი. მთავარი კითხვა- რატომ ჩვენთან? თქვენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ: ცხოველების პოპულაციების მართვასა და კონტროლს! საიმედო და უსაფრთხო ზოოანთროპონოზური მდგომარეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას!! და ბოლოს იყავი ინოვატორი და ამ ინოვაციური პროექტის თანამონაწილე, რადგან GAF- ი არა მარტო " ჩემი სახლია" - ის "შენი სახლიცაა"   🩺ჩვენი მისამართებია: 📍ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N95 📍ქუთაისი, ჟიული შარტავას N2 📍ბათუმი, ტბელ აბუსერიძე N49 📍​​​​​​​თერჯოლა, რუსთაველის გამზირი N119
დაწვრილებით
Nestle Purina PetCare
უკვე თითქმის ორი თვეა GAF - ქუთაისმა ოპერირება დაიწყო ქართულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია შეიქმნა თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ცხოველთა კვებაა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ცხოველების ჯანმრთელობისთვის. სწორედ, ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ, თუ რომელი საკვები იქნებოდა სრულად დაბალანსირებული და არჩევანი Purina - ს ბრენდზე შევაჩერეთ. Purina უკვე 75 წელია ზრუნავს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობაზე. 2001 წლიდან კი Nestle -სთან ერთად გააგრძელა მოღვაწეობა ბაზარზე. უფრო დახვეწა ტექნოლოგიები და შემოგვთავაზეს ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი. დღეს ჩვენ უკვე ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ვართ Nestle Purina PetCare - ის წარმომადგენლები და ჩვენ, მზად ვართ ნუტრიციოლოგიური კონსულტაცია გაგიწიოთ თქვენი ცხოველების ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. ჩვენი …
დაწვრილებით